saqarTvelos tbebi - aduedaaZiJis tba
მდებარეობა | ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°58`21` ჩ. გ. 41°45`26` ა. გ. |
ფართობი | 0.32 კმ² |
მოცულობა | 9.48 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 29.6 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 64 მ |
აუზის ფართობი | 2,3 კმ² |
გამომდინარე მდინარე | ადუედა |
კარული ტბა საქართველოში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კოდორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2411 მ. უჭირავს მყინვარული კარის ძირი. ზედაპირის ფართობი 0, 32 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 2,3 კმ², საშუალო სიღრმე 29,6 მ, უდიდესი - 64 მ. წყლის მოცულობა უდრის 9, 48 მლნ. მ³. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. უმაღლესი დონე აქვს ზაფხულის პირველ ნახევარში, დაბალი - ზამთარში. ტბიდან გაედინება მდინარე ადუედა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 16-18 °C, ზამთარში იყინება. წყალი მტკნარია.